2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) - 30 აგვისტო-6 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 სექტემბერი 13:00 საათამდე;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 9 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი 13:00 საათამდე;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–17 სექტემბერი 13:00 საათამდე;
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება)- 18 სექტემბერი;
პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-23 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად.
(მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს)
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ (30 აგვისტო - 6 სექტემბერი) ელექტრონულ მისამართზე. 20-23 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ შესაბამის ფაკულტეტზე.
ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი(თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის- უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 3224).